ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 5 ათას აჭარბებს. საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობაც. კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდ-19 ს, ბოლო 4 დღეში კი ჯამში 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
მძიმე მდგომარეობაა აჭარაშიც, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა. თბილისში კოვიდ19-ის 2 236 შემთხვევა დადასტურდა, აჭარის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული იმერეთს ჰყავს- 537.