საბერძნეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან

12 აგვისტო 2021, 10:55 670 ნახვა

საბერძნეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ასობით მეხანძრე, ბერძენ კოლეგებთან ერთად, ტყის ხანძრის შეჩერებას ცდილობს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია ანადგურებს საბერძნეთის ტყეებს, სახლებს, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხანძრების გავრცელება დიდწილად შეჩერებულია, მაგრამ ხანძრის კერები კვლავ რჩება კუნძულ ევიაზე და საბერძნეთის სამხრეთ პელოპონესის რეგიონში, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 900 მეხანძრე, მათ შორის ჯგუფები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან და მოლდოვიდან, 27 თვითმფრინავთან ერთად კუნძულ ევიაზე ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს.

განსაკუთებით დაზარალდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც დაიწვა 50 000 ჰექტარი ტერიტორია და ათობით სახლი.

600 მეხანძრეა განლაგებული პელოპონესში, სადაც მათ 33 სახანძრო თვითმფრინავი ეხმარება. პელოპენოსიდან ხელისუფლებამ 20-მდე სოფლის ევაკუაცია განახორციელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი