თურქეთს სტიქია უტევს

11 აგვისტო 2021, 17:32 1035 ნახვა

თურქეთს  მოსვენებას არ აძლევს სტიქიური მოვლენები. ამჯერად ქალაქ მუღლაში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის დატჩასის რაიონში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ჩრდილოეთ თურქეთში  კი  უხვი ნალექის გამო წყალდიდობაა.

სინოპის პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრის გამო რამდენიმე სახლი დაინგრა. წყალმა ავტომანქანები გაიტაცა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.აიდინის პროვინციაში ძლიერი წვიმის შემდეგ წყალდიდობამ  სახლები და საწარმოები დატბორა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში