გურჯაანში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

11 აგვისტო 2021, 17:22 1791 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაკურციხეში უბედურ შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი გზისპირას ჭაში ჩავიდა, რათა წყლის მიმართულება შეეცვალა, თუმცა ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად მოგვიანებით ჭაში შვილიც ჩავიდა და ორივე დაიღუპა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

რა გახდა მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი გამოძიება დაადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი