პიკს გავდივართ, საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება - ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2021, 12:07 886 ნახვა

საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, სტატისტიკა მზარდი იქნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მათი უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი - იმერეთში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით.  ჩვენ რომ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია პირბადის ინტენსიური გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან“,- განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი