ვაქცინა ეს არის გზა იმისკენ, რომ კოვიდი არ დაგვემართოს - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

10 აგვისტო 2021, 21:02 923 ნახვა

მინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სახელით მოგმართოთ, ჩვენთან საინფორმაციო სამსახურში თანამშრომლების 80% უკვე აიცრა, მე მაგალითად ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გავიკეთე მეორე დოზა, დანარჩენები უკვე რიგში არიან და მხოლოდ სამედიცინო მაჩვენებლების მქონე არ იცრება და ასეთები ერთეულია.

პანდემიის პერიოდში ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობდით, ჩვენივე ჯანმრთელობის რისკის ფასად და გაწვდიდით ინფორმაციას, ისიც გახსოვთ, რომ აქ ჩვენთანაც იყო შემთხვევები, მაგრამ მათი უმრავლესობა აცრების დაწყებამდე, ხოლო ისინი, ვინც კოვიდგადატანილია შეძლების მომენტიდან აპირებენ ვაქცინის გაკეთებას, რადგან ვაქცინაცია ეს არის გზა იმისკენ, რომ კოვიდი არ დაგვემართოს ან იმ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, თუ მაინც დაგვემართა ყველა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ორჯერ აცრილს, თანაც ნებისმიერი აცრით, სიკვდილი არ! ემუქრება.

ახლა ყველა აცრა ხელმისაწვდომია, თანაც დიდი რაოდენობით, აიცერით თქვენი და თქვენს გვერდითმყოფების ჯანმრთელობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში