უჰანის მთლიანი მოსახლეობა კოვიდ-19-ზე გატესტეს 

10 აგვისტო 2021, 18:00 3444 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უჰანში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან კოვიდინფიცირებული მხოლოდ 78 აღმოჩნდა. ქალაქის მოსახლეობის კოვიდ-19-ზე ტესტირება გასულ  სამშაბათს დაიწყო და შაბათს უკვე საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი.  37 სიმპტომური შემთხვევის გარდა ექიმებმა 41 უსიმპტომო პაციენტიც გამოავლინეს.  ტესტირება მხოლოდ 6 წელს ქვემოთ ბავშვებს არ ჩაუტარდათ. 

ჩინეთში  ბოლო პერიოდში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც დელტა ვარიანტს უკავშირებენ.  ქვეყანაში  მოქალაქეთა  60%-ზე მეტი აცრილია.  ჩინური კომპანია "სინოფარმი" აცხადებს, რომ მისი ვაქცინა   დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 68%-ით ეფექტურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი