იუნესკოს დადგენილება გელათის მონასტერზე

10 აგვისტო 2021, 18:30 878 ნახვა

გელათს პრობლემები შეუქმნა რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ, - იუნესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კრამიტით გადახურული სახურავების წარუმატებლობამ ღვთისმშობლის ეკლესიაში და მუდმივი ტენიანობის პრობლემებმა წმინდა გიორგის ეკლესიაში, კედლის მოხატულობისა და მოზაიკის დაზიანება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე.

იუნესკო-ს ღვთისმშობლის ეკლესიის შენარჩუნების გამოსავლად ხელახალი გადახურვა მიაჩნია. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიხუროს გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაც ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან.

მიღებულ დოკუმენტში ქართული მხარისათვის გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტური გადახურვა ორივე ეკლესიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს დაცვის ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება და ნესტის შეღწევის რისკებისგან დაცვა. საუბარია კონსერვაციის პროგრამაზეც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი