საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევბეაზე ტყის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლი გავრცელებას განაგრძობს და ჯერჯერობით, ის მხოლოდ ნაწილობრივ არის ლიკვიდირებული.
ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რაიონში გრძელდება.
მეხანძრეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ავგარიაში ცეცხლის გავრცელება აღკვეთეს და ადგილობრივი მოსახლეობის სახლები გადაარჩინეს. თუმცა, ცეცხლი ისევ ვრცელდება მეზობელ სოფელ კამარიაზე. ხანძარი ასევე რამდენიმე სხვა დასახლებას უქმნის საფრთხეს.