გართულებული ეპიდვითარების ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ბევრი რამ ახლა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იკლებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი ყველანაირად ცდილობს გაუმკლავდეს ამ პროცესს, თუმცა მაინც უჭირთ „გარკვეული სირთულეების დაძლევა“.
ამბობს, რომ მოვლენები ქვეყანაში კოვიდინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.