ნინო საკანდელიძე დაკრძალეს

10 აგვისტო 2021, 14:01 818 ნახვა

მსახიობი ნინო საკანდელიძე ბათუმის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს და ფერიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობის  ხსოვნას პატივი  კოლეგებმა და  რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. 91 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი 8 აგვისტოს გარდაიცვალა.  იგი 1955 წლიდან  ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

შესრულებული აქვს არაერთი როლი. გადაღებულია ფილმებში „ზღვის შვილები", "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ", "თეთრი ქვები". მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის არაერთგზის დაჯილდოებულია თეატრალური პრემიით. ასევე იგი ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორია.

ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში