აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი.
15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში ჩაიტარონ ვაქცინაცია ''სინოფარმის'', ''სინოვაკისა'' და ''ფაიზერის'' ვაქცინით.
აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით.
შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.