საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როიტერის ინფორმაციით, თვითმფრინავის მფრინავი გადარჩა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საბერძნეთში ტყის ხანძრებს 1 კვირაა ებრძვიან.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კუნძულ ევიაზე, საიდანაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ტყის ხანძარს 570-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
კუნძულზე განადგურებულია ათასობით ჰექტარი მიწა, სახლები და ბიზნეს ობიექტები. საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან გასამკლავებლად არმიის მობილიზება მოახდინა.