ძლიერმა წვიმამ ჩინეთის პროვინცია სიჩუანს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი 38 მილიონზე მეტს შეადგენს, დაზარალდა პროვინციის 6 ქალაქის 120 000-ზე მეტი მოსახლე, დაინგრა 45 სახლი, 118 კი - სერიოზულად დაზიანდა.
ჩინეთისთვის ზაფხულის პერიოდში ძლიერი წვიმა დამახასიათებელია და ექსპერტები ექსტრემალური ამინდისგან გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეზე საზოგადოებას აფრთხილებდნენ.