რთული ეპიდვითარება

07 აგვისტო 2021, 18:15 1282 ნახვა

ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგო  გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს მძიმე თანმდევი პათოლოგიები ჰქონდა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში 24 ივლისს შეიყვანეს და სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების შემდეგ  ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

გუშინ კი კორონავირუსმა  ახალგაზრდა ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო 24 საათში კი კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 4 216 ახალი შემთხვევა. გაზრდილია ინფიცირებული არასრულწლოვნების რიცხვიც. ბათუმის დედათა და ბავშთა სამედიცინო ცენტრში 70 ბავშვია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი