თურქეთში ტყის ხანძრის კერების დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებენ

06 აგვისტო 2021, 14:08 744 ნახვა

თურქეთში ტყის ხანძრების 208 კერიდან 196-ზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა.

ამ დროისთვის, თურქეთში ხანძარი კვლავ გრძელდება. მათ შორის, ხანძრის ბოლომდე ლიკვიდაცია ამ დრომდე არ მომხდარა ანტალიასა და მუღლაში. თუმცა, ხელისუფლების განცხადებით, საცხოვრებელ და ტურისტულ ადგილებს საფრთხე აღარ ემუქრებათ. დაიწვა ათასობით ჰექტარი ტყე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში