შერეული ტექნიკით შექმნილი 50-მდე ფერწერული ტილო გამოიფინა ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
ნამუშევრები საბერძნეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტს ინგა ღლონტს ეკუთვნის. ეს თვითნასწავლი ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ის ნამუშევრებს აკრილით და ყავის ფხვნილით ქმნის.
ხელოვანმა რამდენიმე ნახატი ქობულეთის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. გამოფენა - გაყიდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.