მსჯავრდებული გამომძიებელი თავისუფალია

05 აგვისტო 2021, 19:48 1361 ნახვა

მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებაში ედებოდა ბრალი და 3 წელი ჰქონდა მისჯილი. მოზარდი 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ გადაწყვიტა. მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მდგომარეობა სერიოზულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში