დაიცავით არსებული რეგულაციები - ბათუმის ბულვარი ვიზიტორებს და კერძო მეწარმეებს მიმართავს

05 აგვისტო 2021, 17:20 1084 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია კერძო მეწარმეებსა და ვიზიტორებს თხოვნით მიმართავს დაიცვან არსებული რეგულაციები.

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხო დასვენების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ "ბათუმის ბულვარი" ყველა კერძო მეწარმეს მოგმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენს სივრცეში არსებული ვითარება და დაიცვათ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეგულაციები.

თხოვნით მივმართავთ ასევე ვიზიტორებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ბაღის ტერიტორიით- მოერიდეთ მასობრივ შეკრებას! ატარეთ პირბადე! დაიცავით სოციალური დისტანცია! არსებულ ვითარებაში თითოეული თქვენგანის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და რეკომენდაციების დაცვით უსაფრთხოდ დავასრულებთ ტურისტულ სეზონს"- აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში