ერდოღანმა ტყის ხანძარს საერთაშორისო საფრთხე უწოდა

05 აგვისტო 2021, 14:03 732 ნახვა

ტყის ხანძრები საერთაშორისო საფრთხე გახდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასა და ტერორიზმს უტოლდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  მისივე თქმით, ტყის ხანძრების გამოწვევის წინაშე ახლა მთელი მსოფლიო დგას.

ტყეები იწვის აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, აფრიკის ქვეყნებში და ეს ვითარება კლიმატური პირობებით არის გამოწვეული.

თურქეთში ტყის ხანძრები ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი ევაკუირებულია. დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, რაც კოსმოსიდანაც კი ჩანს.

ამჟამად ხანძრებს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში  ებრძვიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში