შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
''სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქის გ.ც. -ს მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა, ასევე საქართველოს მოქალაქე კ.ჩ. აღნიშნული მოქალაქეების ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 112 კაფსულა და 148 აბი, ასევე სპეციალურ შეფუთვებში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ'' - წერია ინფორმაციაში.