თამარის დასახლებაში ქვეწარმავლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

04 აგვისტო 2021, 18:12 1113 ნახვა

ბათუმში თამარ მეფის გამზირის 9-11 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სანაპიროზე ქვეწარმავლები მომრავლდნენ. გუშინ ტერიტორიაზე გადაღებული ქვეწარმავლის ფოტო ადგილობრივებმა თავად მოგვაწოდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე  იმყოფებოდნენ, თუმცა პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლეს. ბათუმის „სანდასუფთავევის“ სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ  ცხელ ხაზზე გამოძახება არ შესულა, ჯგუფი კი ადგილზე დღის ბოლომდე  მივა და შესაბამის ღონისძებას განახორციელებს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში