თბილისში მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ძმა სამართალდამცავებმა გამოკითხეს. გამოკითხვის დეტალები უცნობია. შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე ასევე გამოიკითხნენ მისი კოლეგები და მეგობრები.
ცნობისთვის, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა.