აჭარაში კორონავირუსის 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 აგვისტო 2021, 10:54 993 ნახვა

4 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 160 პაციენტი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 725. მძიმე პაციენტია 121, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  18 პირი.

2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 - თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334, პირი, აჭარაში - 4 453.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი