გერმანია მესამე დოზით აცრას სექტემბრიდან დაიწყებს

03 აგვისტო 2021, 18:41 1019 ნახვა

გერმანიაში მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას სექტემბერში შეძლებენ,- ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის საშუალება პირველ ეტაპზე ხანდაზმულებსა და მაღალი რისკის მატარებელ სხვა პირებს ექნებათ. მობილური ვაქცინაციის ჯგუფები მოხუცთა თავშესაფრებში ივლიან და ბენეფიციარებს „ფაიზერ-ისა“ და „მოდერნა-ს“ ვაქცინებს შესთავაზებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვაქცინები აქვთ მათ მანამდე მიღებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი