ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის ფაზაში, საჭიროა არსებული რეგულაციების აღსრულება - თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 12:21 997 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის გადაწყვეტილების გარეშე ვერც ვაქცინაციის პროგრამის მიზნები შესრულდება და ვერც ის მოხერხდება, რომ პირბადის გამოყენების შედეგად მივიღოთ დაცვის შესაფერისი დონე. მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ეს არ მოხერხდება.

მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანას აქვს ეპიდემიის მართვის აქტიური ინსტრუმენტი რაც არის ვაქცინაცია. 

გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე. თუმცა პროგნოზული გაუკრვევლობა იყო ბევრად უფრო მაღალი ხარისხის წინა ტალღების დროს.

"გარკვეული გამოცდილება ჯანდაცვის სექტორშიც დაგროვდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ შემთხვევას შეიძლება გავართვათ თავი. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის პირბადის გამოყენების წესის მაქსიმალურად აღსრულება. 3 მლნ ადამიანის ქცევის კონტროლი რთულია, ამდენად აქ მთავარი დაცვა იქნება მოქალაქეების აქტივობა და ჩვენი მხრიდან ამ რეკომენდაციების აქტიურად გაჟღერება. 

არსებული წესები ქორწილების შეზღუდვის და სხვა ღონისძიებების რეგულირების კუთხით ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, თუ არ აღსრულდა დამატებითი რეგულაციის შემოტანა უბრალოდ არის აზრს მოკლებული"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, დაახლოებით 8000 საწოლია სისტემის მაქსიმუმი, საწოლფონდის კუთხით, რომლის გამოყენებაც შესაძლოა კოვიდის მიზნებისთვის და ყოველდღე დაემატება კოვიდ სასტუმროები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი