შს მინისტრის განცხადება

02 აგვისტო 2021, 18:09 1008 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სწრაფად მოხდეს გამოძიება და დამნაშავის დაკავება. შს მინისტრმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ დეტალების გამჟღვანებამ შესაძლოა გამოძიების პროცესი დააზიანოს. ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა საქმეში ძალადობის სხვა მსხვერპლებიც, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქმესთან კავშირში იყო 2 შეტყობინება შესული, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.ამის შესახებ მან 10-წლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ ისაუბრა. განაცხადა, რომ 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე ზოგადი ხედვის, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერებით. მომდევნო 10 წელიწადში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი