დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.