თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

02 აგვისტო 2021, 10:04 705 ნახვა

8-მდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. თურქეთის პროვინციების ტყეში ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი.

თურქული მედიის ცნობით, 32 ქალაქში ხანძრის 126 კერიდან 119 ლოკალიზებულია. ევროკავშირის მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის დასახმარებლად გაიგზავნა ორი სპეციალური თვითმფრინავი. თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა და რუსეთი. სტიქიას 2 000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ოპერაციაში ჩართულია 30-მდე ვერტმფრენი.

თურქეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ხანძრები განზრახ გააჩინეს. პრეზიდენტმა ერდოანმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

გასული დღე ღამის განმავლობაში მეხანძრეება 10 კერის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე მუშაობს, ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი შეიძლება განზრახ იყოს გაჩენილი. 

თურქეთს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა, ირანმა და რუსეთმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში