ერდოღანი ქვეყნის სამხრეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა

01 აგვისტო 2021, 12:13 1280 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის სამხრეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც უკვე ხუთი დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ მანავგათში პრეზიდენტი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდა.

მან ასევე მოინახულა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი მარმარისი.რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.

ერდოღანის თქმით, ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია და ცეცხლის ჩაქრობაში სულ უფრო მეტი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. კერძოდ, მისი ცნობით, თურქეთს დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაუგზავნეს უკრაინამ, რუსთემა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი