შუამთობა რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით არ გაიმართება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რთული ეპიდვითარების გამო, სახალხო დღესასწაულის ჩატარება, სადაც ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი ამჟამად არ შეიძლება.