აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით კვლავ ზურაბ ურუშაძე აირჩიეს. ყრილობას 19-დან 15 დელეგატი ესწრებოდა. ურუშაძე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფედერაციას და ამ არჩევნებზეც ის მხოლოდ ერთი კანდიდატი გახლდათ.
ვიცე-პრეზიდენტად დავით ნიკოლაიშვილი აირჩიეს, რომელიც 2006 წლის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია, გენერალურ მდივნად კი ბათუმის მერიასთან არსებული ხელბურთის კლუბის წარმომადგენელი გიორგი ქავთარაძე.