შსს-მ „დიდი ტერორის“ პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა

07 მაისი 2016, 00:00 3256 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების - ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია, ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. „დიდი ტერორის“ პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი