,,წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა”- ფესტივალი დასრულდა

29 ივლისი 2021, 18:28 1502 ნახვა

ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - ,,წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა” - დაიხურა. ფესტივალი მეოთხე წელია იმართება.  წელს პანდემიის გამო  იგი, მხოლოდ 3 ნაწილისგან შედგებოდა. ჯამში საკუთარი ნამუშევრები 8 ქვეყნიდან 40-მა   და საქართველოდან 10-მა მხატვარმა გამოფინა. როგორც გამოფენის მონაწილეები ამბობენ, პანდემიის პერიოდში  მსგავსი გამოფენები სტიმულია ხელოვანებისთვის. ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი გუგუშვილის თქმით, წელს პირველად ფესტივალი არ მოიცავდა პლენერებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი