მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 196 მილიონს გადააჭარბა. უოლდმეტერსსის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.19 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 177.6 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 14.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 35.3 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.