თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე, ყველაფერი ეპიდემიაზეა დამოკიდებული - თამარ გაბუნია

28 ივლისი 2021, 12:47 1194 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული 12 000 საწოლიდან კოვიდმიზნებისთვის 8 000-ის გამოყენებაა შესაძლებელი. მისივე თქმით, დღეს 6000 საწოლს იყენებენ, შესაბამისად, 2 000 საწოლი რეზერვშია. 

გაბუნია ამბობს, რომ 12 000-ვე საწოლის კოვიდმიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში სხვა სერვისებზე უარის თქმა მოგვიწევს.

„ჰოსპიტალურ სექტორში 12 000 საწოლი არის , აქედან 8 000 შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 000 საწოლს ამდენად 2 000 რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს და მისი მობილიზაცია თუ იქნება საჭირო, ამას გამოვიყენებთ,  ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე ყველა საწოლი ვერ გამოიყოფა, აქედან გამომდინარე, მოგვიწევს სასტუმროებსა და ბინაზე კიდევ უფრო აქტიური მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. კრიტიკული ზღვარი, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ წინა კოვიდის დროს შეაფასა, არის დაახლოებით 8 000 საწოლი, ამაზე მეტის შემთხვევაში სხვა სერვისებზე უარის თქმა მოგვიწევს.

 

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ ალტერნატიული სივრცის მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალების ანალოგი იყო კოვიდსასტუმროები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ტურისტული მიზნებით არის დაკავებული.

„საველე ჰოსპიტალის ანალოგი იყო კოვიდსასტუმრო. მათი დიდი ნაწილი ტურისტული მიზნებისთვის არის დაკავებული. ვფიქრობთ, ის ნაწილი, რომლის მობილიზებაც ამ პირობებში ხდება, საკმარისი იქნება მიმდინარე საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ყოველდღიურად ემატება სასტუმროების რაოდენობა. საბედნიეროდ, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი და მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, თუმცა იზოლაციისთვის უკეთესი იქნება, თუ პირი სასტუმროში იქნება და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბინაზე არ იქნება.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ეს ყველაფერი ეპიდემიის განვითარების მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული. თეორიულად ეს მოდელი შესაძლებელია და ამის მზაობა არის, მაგრამ ყველაფერი ეპიდემიაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება ამის საჭიროება“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი