აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი -დაიჭრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს 03:40 საათზე დაიწყეს“, - აცხადებენ უწყებაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვარზე განხორციელებული პროვოკაციის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება. მიუხედავად შეთანხმებისა, საბრძოლო მოქმედებები და ორმხრივი სროლები კვლავ გრძელდება.