აჭარაში კორონავირუსი 438 ადამიანს დაუდასტურდა 

28 ივლისი 2021, 10:58 959 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 516.

მძიმე პაციენტია 81, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 - თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 220.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი