დატბორილი ქუჩები, სახლების პირველი სართულები და მაღაზიები

27 ივლისი 2021, 18:03 498 ნახვა

დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ბათუმში. ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე კი რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესი განვითარდა. 300-მდე ზარი შევიდა „ბათუმის წყალში“. გადაუღებელმა წვიმამ  პრობლემები შექმნა, როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. ძირითადად დაიტბორა გზაჯვარედინები და ე.წ ჭაობის დასახლება. წყალი შევიდა კერძო სახლებში, მაღაზიებსა და სარდაფებში. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.დაზარალებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ გამოძახების მიხედვით წყალი 250-ზე მეტ ადგილას ამოტუმბეს და სამუშაოები ისევ გრძელდება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გარკვეული ქუჩების განტვირთვა ახალმა კოლექტორმა შეძლო, რაც საკმარისი არ არის და წყალარინების პრობლემის მოგვარებას შემოდგომაზე ვარაუდობენ. წყალარინების განახლების სამუშაოების გამო ქალაქში რამდენიმე ქუჩა უკვე გადაკეტილია. დღეს უამინდობის გამო, კიევი-ბათუმის თვითმფრინავი თბილისში ჩაფრინდა და დაგვიანებით შესრულდა ბათუმი კიევის რეისიც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში