მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 195 მილიონს გადააჭარბა

27 ივლისი 2021, 11:52 1102 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 195 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ვირუსის ე.წ. დელტა შტამი. სწორედ ეს დაასახელა აშშ-მა შენგენის ქვეყნებთან და დიდ ბრიტანეთთან მოგზაურობის შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზად. კალიფორნიასა და ნიუ-იორკში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ვაქცინაცია ან რეგულარულად ტესტირება დაევალებათ.

მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციისა და რესტორნებში კოვიდ პასპორტების წარდგენის კანონს, მხარი დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტმა. საბერძნეთში კი "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინებით აცრა 12 წლიდან ბავშვებისთვისაც დაშვებული იქნება.

ერთთვიანი კომენდანტის საათი დაწესდა ტუნისში, გადაადგილება ქვეყანაში საღამოს 7-დან დილის 6 საათამდე შეიზღუდება. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, კომენდანტის საათი დაწესდება ვიეტნამშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი