დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, გუშინ ვაქცინაციის ყველაზე მარალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ბოლო 24 საათში 13 800 ადამიანი აიცრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია აცრები ინტენსიური გახდეს, ამისათვის კი მიმდინარეობს ამცრელი ბრიგადების მობილიზება.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პროცესში ჩართულია 167 დაწესებულება და დაახლოებით 404 არასრული ბრიგადა.
''დღესაც დაგეგმილია 14 000-მდე ვაქცინის გაკეთება. აქედან ნახევარზე მეტი 55% მოდის ''ფაიზერზე'', მეორე ადგილზეა ''სინოფარმი'', შემდეგ ''ასტარაზენეკა '' და შემდეგ ''სინოვაკი''.
დღეის მდგომარეობით აცრებზე თავისუფალი ადგილია 4 541 ''ფაიზერზე'', ''ასტრაზენეკაზე'' 22 000, ხოლო ''სინოფარმზე'' 115 000. საუბარია აგვისტოს ბოლომდე არსებულ დოზებზე.
რაც შეეხება ფაიზერს იქ ბუკინგი გახსნილია 14 აგვისტოს ჩათვლით, როგორც პირველად ასევე მეორე დოზებზე.
პრობლემა გვაქვს თბილისში, რადგან მოთხოვნა დიდი ვიდრე მოწოდება, ამიტომ ინტენსიურად იზრდება ამცრელი პუნქტების რაოდენობა.
ქვეყნის მასშტაბით პროცესში ჩართულია 167 დაწესებულება და დაახლოებით 404 არასრული ბრიგადა. ''ფაიზერზე'' მუშაობს 37 დაწესებულება და 120-მდე ბრიგადა მუშაობს, ''ასტრაზენეკაზე'' 25 დაწესებულება და 33 ბრიგადა, ხოლო ''სინოფარმზე'' 122 კლინიკა და 133 ბრიგადა.
მთლიანად გამტარუნარიანობა არის 18 000 და ჩვენი სამიზნეა ავიდეთ 25 000-ზე, ამიტომ გუშინ იქნება კიდევ ერთხელ გაანალიზებული. ბევრი ბრიგადა 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის და ასევე თბილისში ხდება 100-მდე ბრიგადის მობილიზება.
მთავარი მიმართულება არის აცრები გახდეს ინტენსიური'' - განაცხადა გამყრელიძემ.