ლიტველი ჟურნალისტები აჭარაში

07 მაისი 2016, 00:00 3746 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლიტველი ჟურნალისტები გაეცნენ. ლიტვაში წამყვანი ონლაინ და ბეჭდური მედიის 12-მდე წარმომადგენელმა პრესტურის ფარგლებში მირვეთის ექსტრემალური ველო და მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტებით ისარგებლეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ გვარას ციხის, მაჭახელას ისტორიული თოფისა და ჩხუტუნეთის მუზეუმის ისტორიასა და კულტურას. აჭარაში 4 დღიანი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. დღეს, კი ისინი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც მახუნცეთის ჩანჩქერსა და ისტორიულ თაღოვან ხიდებს მოინახულებენ, ასევე აჭარულ ღვინის სახლში ადგილობრივ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. ისინი რეგიონს 8 მაისს დატოვებენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი