რესტორატორები თანაბარ პირობებს ითხოვენ

26 ივლისი 2021, 19:47 1618 ნახვა

პანდემიის პირველი და მეორე ტალღის დროს, როცა მკაცრ შეზღუდვებთან ერთად ვცხოვრობდით, ბევრი კვების ობიექტი საერთოდ გაქრა. ე.წ ლოკდაუნმა ეკონომიკა საგრძნობლად დააზიანა.

 ქვეყანაში ჩაკეტვები არ ანონსდება და მოქალაქეებს მოუწოდებენ მასობრივი ვაქცინაციისკენ.

სარესტორნო ბიზნესი, გარდა რეგულაციების წესის დაცვისა,  ერთადერთი შეზღუდვით - ღამის 12 საათამდე მუშაობს. ქვეყანაში ჩვეულებრივად იმართება ქორწილები და ქელეხები.

 პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის, ჯამში 76 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში