„ზაფხულის დაისი.“ - ბათუმელი მხატვრის ჯონი ჯიჯეიშვილის გამოფენა გაიხსნა. მწერლისა და მხატვრის ნამუშევრები საკუთარ სახლშია გამოფენილი, რომლის ნახვის საშუალება მსურველებს ნებისმიერ დროს მიეცემა. ბათუმის კოლორიტის სურვილი თავისი ნახატების ბათუმისთვის ჩუქებაა. მარტოხელა მხატვარს სურვილი აქვს რომ თავისი სახლი ქალაქს სახლ-მუზეუმად დაუტოვოს. ჯონი ჯიჯეიშვილს ბოლო წლების განმავლობაში დააზიანებულ სახლში უწევდა ცხოვრება, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემებიც. მხატვრის დასახმარებლად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლებმაც მკურნალობის დაფინანსება და ამორტიზებული სახლის გარემონტება შეძლეს..