ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

25 ივლისი 2021, 19:59 965 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა.ხატია დეკანოიძე 24 ივლისს, ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა.როგორც დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მან დაწვრილებით აუხსნა გამომძიებელს რა ხდებოდა თავდასხმის, შეურაცხყოფის დროს.დეკანოიძის ინფორმაციით, უწყებაში მას უთხრეს, რომ პირი უკვე იდენტიფიცირებულია.  გამოძიება  კი ადმინისტრაციული მუხლით მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში