ხვალ პარლამენტს არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება

25 ივლისი 2021, 12:10 1000 ნახვა

ხვალ საქართველოს პარლამენტს რიგგარეშე სხდომაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება. „ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებს პლენარულ სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სხდომაში მონაწილეობის არ მიღება, შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდება და უპასუხისმგებლობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიაში მუშაობას არ აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი განცხადებით კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებენ, რადგან მათ მიერ დაწერილი საჩივრები ცესკოს არც კი განუხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი