შსს-მ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

25 ივლისი 2021, 12:20 1197 ნახვა

შსს-მ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული დააკავა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში