გაუარესებული ეპიდვითარება აქტიური ტურისტული სეზონის პიკში. ივლისის მეორე ნახევარში ინფექციის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. ბოლო დღეებია აჭარაში ყოველსდღიურად 200-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება კოვიდ 19. ჯანდაცვის სპეციალისტები რეგულაციების კონტროლის მექანიზმის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობენ, მოქალაქეებს კი ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
იმუნიზაციის პროგრამაში ჩართულობის მნიშვნელობასა და დროულ ვაქცინაციაზე გაკეთდა აქცენტები ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან შეხვედრაზეც. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და ჯანდაცვის სპეციალისტების მონაწილეობით ბათუმში გაიმართა. შეხვედრაზე იმუნიზაციის პროცესზე, სიახლეებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც დაგეგმილია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია.