საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

21 ნოემბერი 2016, 00:00 3566 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი გახდა. გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან სამეურვეო საბჭოს დღეს მიმართა,  საბჭომ განცხადება ცნობად მიიღო და დირექტორის არჩევამდე მოვალეობის შესრულება თამარ ბერძენიშვილს დააკისრა. ბარათაშვილს უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას ის 2012 წლის 28 დეკემბერიდან იკავებდა. ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში გამოცხადდება. მსურველებს განაცხადებისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვირიან ვადაში მაუწყებლის ახალი დირექტორი შეარჩიოს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი