ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის განცხადებაშიც წერია, რომ ტვ-პირველის ჟურნალისტის მოქმედება, პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილთან დაუშვებელია, რადგან ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტმა უპირობოდ უნდა დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
თუ მშობლის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, არ ნიშნავს, რომ ეს ინტერესი ავტომატურად გავრცელდეს მის არასრულწლოვან შვილებზეც.